აქტუალური
თბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საჯაროდ იუწყება, რომ საქართველოს პარლამენტმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში რეკლამაზე 27 338 ლარი დახარჯა.
„IDFI“-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომლითაც „ასეთის არსებობის შემთხვევაში სოციალურ ქსელ „Facebook“-ში პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების სოციალურ რეკლამაზე გაწეული ხარჯების სრული ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციას“ ითხოვდა. როგორც „IDFI“ აღნიშნავს, წერილზე საქართველოს პარლამენტმა შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: „სოციალურ ქსელ „Facebook“-ში რეკლამაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 27 338 ლარი“.