პოლიტიკა
თბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის მსო–ში გაწევრიანება როგორც ამერიკის, ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესშია.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს რუსეთის ჯანმრთელ ურთიერთობას მის მეზობლებთან, ევროკავშირთან და, ასევე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მიგვაჩნია, რომ გაწევრება უნდა მოხდეს მსო-ს წესების პატივისცემით. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და რუსეთის მცდელობას, რომ ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიონ. ეს ორი მთავრობის საქმეა, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ბასმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მსო-ში რუსეთის გაწევრების თაობაზე გამართული ბოლო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.