სამართალი
სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევა

saakashvilis-winaaghmdegთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პირად ადვოკატ ეკა ბესელიას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივარი შეაქვს.

როგორც ბესელია განმარტავს, ის ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ხელისუფლება განმარტავს, რომ ეს ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო მოხდა, თუმცა ივანიშვილის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და მისთვის ამ მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო ქმედებაა.

ამასთან დაკავშირებით, საქინფორმისთვის გაუგებარია ერთი საკითხი: ნებისმიერ ამერიკელს რატომ აქვს არაოფიციალური უფლება – ჩამოვიდეს საქართველოში ნებისმიერ დროს და დარჩეს აქ, რამდენ ხანსაც მოისურვებს, საქართველოში დაბადებულ ბიძინა ივანიშვილს კი, რომელიც ბოლო წლებია, საერთოდ არ გასულა ქვეყნიდან, აიძულებენ, ემიგრანტი გახდეს?