აქტუალური
ბერა - ახალი სიმღერა ახალ სტილში "ქართული პოლიტიკური რეპი"

beraaთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშილმა დღეს „Facebook“-საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი, ახალი სიმღერა სახელწოდებით „ახალი თაობა“ გაავრცელა. სიმღერა გუშინ დაკავებულ მის მეგობარს, DJ ლევან მდინარაძეს ეძღვნება და, ბერას პირველი სიმღერის მსგავსად, პოლიტიკური ხასიათისაა.

ბერას ახალი სიმღერა პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირდაპირ და ირიბ ტექსტს შეიცავს:

„კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც დაბლოკავენ... დასვრილი მტრები მიყურებენ შავი შურით. დავდივარ თბილისში, „ქართული ოცნების“ მაისურით. ვიცი, გეშინიათ, ვიცი, მელოდებით. ვებრძვი არაკაცებს კაცური მეთოდებით... ომის დროს არ გავრბივართ, არ ვგავართ მიშას... ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევთ. ვერ წაგვართმევთ იმას, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ – სიყვარულს და ერთგულებას, ეს თქვენთვის უცხოა... დაიჭირეს რემბო, ლევან, შენთან ვართ!..“