სამართალი
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი მაია ბენია თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ბენიას გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით მინისტრის უკმაყოფილება გახდა.
საქინფორმის წყაროს ინფორმაციით კი, ბენია, რომელიც მინისტრის ახლო ნათესავია, კალმახელიძის უშუალო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.
რაც შეეხება მის შემცვლელს, მინისტრმა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად თემურ მუხაძე დანიშნა, რომლის შესახებაც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.