საზოგადოება
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. 2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 168.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.6 მილიონი აშშ დოლარით (27.6 მილიონი ლარით), ანუ 19.5 პროცენტით მეტია 2010 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სექტემბერში გზავნილების 58,2 პროცენტი – 59,036 მლნ დოლარი, საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. ეს თითქმის 9,5 მლნ დოლარით მეტია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
2011 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.4 მილიონი აშშ დოლარი (12.3 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მილიონ აშშ დოლარისა (13.3 მილიონი ლარი) გასული წლის სექტემბერში.