საზოგადოება
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ფორუმი“ ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლებს.
სანიკიძის განცხადებით, „ეროვნული ფორუმი“ ივანიშვილთან შეთანხმდა იმაზეც, რომ პარტიის წევრი ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფში“ დაიწყებს მუშაობას.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაში, გუბაზ სანიკიძის გარდა, კახა შარტავა, რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.