რელიგია
როგორც პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, „ღმერთმა საქართველო თავის მამულად აირჩია, საქართველოს ისტორიაში ღვთისგან ბოძებული სასწაულები მრავლად არის, უფლის წყალობა გადმოდის საქართველოზე, ამიტომ ქართველი არ უნდა შეშინდეს; ყველაფერი ღვთის ნებაა და ადამიანი ყოველთვის უნდა ჰმადლობდეს უფალს“.
ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა სამი ეპისკოპოსი – მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი ექვთიმე და საგარეჯოს ეპისკოპოსი ლუკა მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.
პატრიარქმა სვეტიცხოველი უკვე დატოვა.