აქტუალური
მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ იზრდება

cena_neftთბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასები გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ლონდონში ნავთობის ფასმა ბარელზე 111 აშშ დოლარს გადააჭარბა. ლონდონში, „InterContinental Exchange“-ზე Brent ტიპის ნავთობის ფიუჩერსებზე ფასი ბარელზე 0,14 აშშ დოლარით გაიზარდა და 111,25 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ იორკში „New York Mercantile Exchange“-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 84,43 აშშ დოლარამდე გაიზარდა.