საზოგადოება
ტრიპოლსკი ივანიშვილი-ოქრუაშვილის მოლაპარაკებებს უარყოფს

tripolski22თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა საზოგადოებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ამცნო.

კიწმარიშვილის ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი.

„ბატონი ეროსი კიწმარიშვილის მიერ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაწყებულია კონსულტაციები. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, არანაირი მოლაპარაკება „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებთან და, მით უფრო, ირაკლი ოქრუაშვილთან არ მიმდინარეობს და არც იგეგმება“, – აცხადებს ტრიპოლსკი ივანიშვილის „Facebook“-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით.