აქტუალური
ზურაბ ბიგვავა: „ყოჩი გამოჩნდა და აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში“

bigvava2თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, „პოლიტიკური ელიტა ელოდა ყოჩს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით გამოჩნდა“.

„მე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად ვარ განწყობილი. ეს ცნობილია და მე ვეძებ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით რაციონალური და პერსპექტიული იქნება. პოლიტიკური სპექტრი ელის ყოჩს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახით გამოჩნდა. დღეს უკვე ოპოზიციურ სპექტრს პოლიტიკური მენეჯერი ჰყავს, რომელსაც ამ სპექტრისა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის მცდელობის პროცესის ორგანიზება შეუძლია, – განაცხადა ბიგვავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

ამასთან, ბიგვავას მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებდა, თუმცა გარკვეულმა გარემოებებმა, რაზეც ბიზნესმენი თავად ისაუბრებს, მას პოლიტიკაში მოსვლა აიძულა“. ბიძინა ამბობს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა და ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს“, – აღნიშნა ბიზნესმენის მრჩეველმა.