აქტუალური
მოდის კვირეული: სტუმრები თურქეთიდან

podiumiiiiთბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოში სამდღიანი ვიზიტით თურქეთის საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიების დირექტორები ჩამოვიდნენ.

როგორც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იტყობინებიან, დელეგაციას თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის

პრეზიდენტი ჩემ ნეგრინი ხელმძღვანელობს.

სამინისტროს შენობაში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართება.

მოგვიანებით თურქეთის წამომადგენლები კომპანია „ELSELEMA“-ს ეწვევიან და

თბილისში სამკერვალო ფაბრიკას დაათვალიერებენ.

14-16 ოქტომბერს დაგეგმილია ადგილობრივი სამკერვალო ფაბრიკების მონახულება. დელეგაციის წევრები გურიის რეგიონში პოტენციურ საინვესტიციო ადგილებსაც მოინახულებენ.

თურქული კომპანიების ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ხორციელდება.

ცნობისთვის, თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაცია 400 წამყვან საფეიქრო კომპანიას აერთიანებს და ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესია.

დელეგაციის შემადგენლობაში ცნობილი თურქული კომპანიების – Koton, Seleksiyon Tekstil, Negreti Tekstil, Ogretmen Corap (PENTI), STFA, Istanbul  –აღმასრულებელი დირექტორები შედიან.

აღნიშნული კომპანიები  ტანსაცმელს მსოფლიოში ცნობილი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისათვის კერავენ, როგორიცაა: Roberto CAVALLI, SCERVINO, Zara, Mango, GAP, H&M.