აქტუალური
ივანიშვილთან შეხვედრის პატივი პირველად ალასანიას ერგო

alasania_irakli2როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს გაიმართა ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. ეს იყო პირველი შესაძლებლობა, როდესაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს განხილულ ყველა საკითხზე ხედვებში სრული თანხვედრა დაფიქსირდა. შეხვედრის დასასრულ ალასანია და ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში გაგრძელდება კონსულტაციები პარტნიორობის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად“, – აცხადებენ ალასანიას პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიებიდან თანამშრომლობის სურვილი „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გამოთქვა.