აქტუალური
თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ როსტომ ფარეულიძის წიგნის – „ჩეჩნური ენა“ – პრეზენტაცია გაიმართება.
ნაშრომი ეძღვნება ჩეჩნური ენის სტრუქტურას: ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ძირითად სინტაქსურ მოვლენებს. წიგნს ახლავს მოკლე ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი და ქართულ-ჩეჩნური საძიებელი.
ნაშრომი როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო მნიშვნელობისაა, იგი დახმარებას გაუწევს ჩეჩნური ენით დაინტერესებულ მკითხველს.