სამართალი
თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. როგორც რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას“.