აქტუალური
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმოქცევაში ათლარიანი მონეტები შემოაქვს.
10 ლარის ღირსების ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიძღვნილია ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღებისადმი, დამზადებულია 2000 წელს, მაგრამ აქამდე არ გამოიყენებოდა საბანკო და სავაჭრო ობიექტებში.
ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი. ორივე მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia“ და „Ten Lari“, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.