აქტუალური
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ „ნაცმოძრაობას“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები და „შერჩეული“ მოსახლეობა რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს. ეს კი, საქინფორმის ინფორმაციით, თითოეულ რაიონულ ცენტრზე ადგილობრივ ბიუჯეტს 4-6 ათასამდე ლარი უჯდება, რაც, საერთო ჯამში, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 300 ათას ლარს აღემატება (მოგეხსენებათ, საქართველოში სულ 64 რაიონული ცენტრია).
მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან კომენტარს ან საერთოდ არ აკეთებენ, ან მოკლე განმარტებით იფარგლებიან და ამბობენ, რომ „მოსახლეობა თბილისობის დღესასწაულზე მიჰყავთ“. თავად „ნაცმოსახლეობის“ ნაწილი კი, რომელიც ჯერ არ „დაურიგებიათ“, ამბობს, რომ „თან ექსკურსიაზე მიდის და „თბილისობას“ დაესწრება, თან სარკოზის გამოსვლასაც მოუსმენს, რადგან ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია და საჭირო დროს ქვეყნის გვერდითაა“.