აქტუალური
ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა

ramiSviliთბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2011 წლის 6 ოქტომბერს 77 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართველი მომღერალი და პოეტი ოთარ რამიშვილი.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ოთარ რამიშვილის ქალაქური სიმღერები და გიტარაზე შესრულების ვირტუოზული სტილი და მანერა დღემდე გამორჩეული პოპულარობით სარგებლობდა. „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვ. მის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერები მრავალი თაობის ჰიტი გახდა. ოთარ რამიშვილს სიცოცხლეშივე უწოდეს თბილისის კოლორიტი.

საქინფორმის მთავარი რედაქცია და ჟურნალისტთა კოლექტივი თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.