პუბლიკაციები
PIK: ბერეზოვსკი&პარსონსი ბოკერია&ბენდუქიძემ ჩაანაცვლეს

pikkთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ოფიციალურად ცნობილია, რომ „პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი“ (PIK) საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი სატელევიზიო არხია, რომელსაც მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. ორიოდ დღის წინათ საქინფორმი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ „PIK“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რობერტ პარსონსი შეცვალა, რომელიც ძველ სამსახურში – ფრანგულ „TV-24“-ში დაბრუნდა (როგორც საქინფორმი 2011 წლის 13 აპრილს პუბლიკაციაშიანტირუსული პროპაგანდის „ПИК“ი: 20 მილიონი – დამატებით!იტყობინებოდა, რობერტ პარსონსი (რადიოსადგურ „BBC“-ის ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი და „ინტელიგენტური სერვისის“ მოყვარული უნიჭო კაცი, შევარდნაძესა და სააკაშვილზე გადაღებული ფილმების ავტორის, ქალბატონი კირთაძის მეუღლე) 2011 წლის აპრილიდან გახდა „PIK“-ის არა მხოლოდ გენერალური დირექტორი, არამედ, პრაქტიკულად, მმართველი).

„PIK“-დან მალევე წასვლის მიზეზებზე პარსონსმა „ლიბერალთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელშიც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „PIK“ ტელეკომპანიის შენახვაზე გაღებულ ხარჯებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უკმაყოფილების გამო დატოვა. ყოფილა შემთხვევები, როცა მთავრობის წარმომადგენლები გაბრაზებულან, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არ დაურეკავს, არ მოუცია მითითებები, რომ რაღაც ასე უნდა გააკეთო“, – განაცხადა პარსონსმა, რომელიც გამორიცხავს არხის სანდოობის შემცირებას, თუკი ტელევიზიას შემდგომში არ ეყოლება საერთაშორისო საბჭო.

(მანამდე, ქართული ნაციონალური არხები აქტიურად აპიარებდნენ რუს ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვს (ახლა – სანდრო), რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს არხის სახელმძღვანელოდ, მაგრამ პირველ კავკასიურს მალევე პრობლემები შეექმნა ფრანგულ სატელიტზე მაუწყებლობასთან დაკავშირებით და რეორგანიზაცია გამოაცხადა).

პარსონსის „PIK“-დან წასვლის ნამდვილ მიზეზებზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი მკითხველს „PIK“-სა და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას შევახსენებთ. ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასულ წელს დიდი სკანდალი ატყდა, რის მიზეზიც არხის ცნობილი რუსი ბიზნესმენის – ბორის ბერეზოვსკის მიერ დაფინანსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეიქნა, რომელიც ამჟამად რუსულ მართლმსაჯულებას დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ემალება, ფლობს რა ბრიტანულ დოკუმენტებს (Travel document) პლატონ ელენინის სახელზე და დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა. თუმცა „PIK“-ის ფრანგულ სატელიტურ კომპანიასთან შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო პირველი კავკასიური და ბერეზოვსკის თემა მალევე მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ამ პერიოდში ხელისუფლებამ „PIK“-ის მმართველი კომპანიის შერჩევაზე დაიწყო ფიქრი და არჩევანი „PIK“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ეკატერინე კოტრიკაძის სახელზე დაფუძნებულ კომპანია „ქეი 1“-ზე შეაჩერა.

(მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „PIK“ შეიქმნა კავკასიის რეგიონში ანტირუსული პროპაგანდის გასატარებლად. მისი პოლიტიკისთვის მიხეილ სააკაშვილთან ერთად უშუალოდ ბორის ბერეზოვსკის უნდა ეხელმძღვანელა. „PIK“-ის ხელმძღვანელის პოსტი ჟურნალისტმა რობერტ პარსონსმა დაიკავა, რომელიც ბერეზოვსკის ახლო გარემოცვის წევრია. ბერეზოვსკი-პარსონსის გზები არაერთხელ გადაკვეთილა საჯაროდ. წლების განმავლობაში პარსონსი ხან ბიბისი რაშა“-ზე და ხანაც რადიო თავისუფლებაზე“ ერთადერთ ჟურნალისტად სახელდებოდა, რომელსაც ბორის ბერეზოვსკი ხშირად ექსკლუზიური ინტერვიუებით „ანებივრებდა“. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ისინი ახლო მეგობრები გახდნენ და ეს ურთიერთობა საერთo ბიზნესმედიაინტერესებითაც განმტკიცდა)

დაბოლოს – ჭეშმარიტ მიზეზზე, რომლის გამოც პარსონსმა „PIK“ თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის თავზე დატოვა.

საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მრავალრიცხოვანი სასამართლო დავების შემდეგ ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორის, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის – ბადრი პატარკაციშვილის, ქონება და აქტივები პატარკაციშვილის ოჯახს დაათმობინა და სხვადასხვა გზით ხელში ჩაიგდო (ტელეკომპანია „იმედი“, სახელმწიფო ცირკის შენობა, მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. გარდა ამისა, მკითხველს კარგად ახსოვს გარდამავალი პერიოდი, სადაც პატარკაციშვილის დეიდაშვილი ჯოზეფ ქეი მთავარ მოქმედ პირად გვევლინებოდა), ბერეზოვსკიმ, იგრძნო რა „PIK“-თან დაკავშირებული ფინანსური ინტერესების საფრთხე, იმოქმედა პრინციპით – „პუტინი ჩემი მტერია, მაგრამ ფული – უფრო ძვირფასი“. ტელეკომპანიაში ჩადებული სახსრები ბერეზოვსკი-ელენინისთვის ანტირუსულ პროპაგანდაზე გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და რობერტ პარსონსს – „PIK“-ში ბერეზოვსკის „მეთვალყურეს“ – მიეცა დავალება, ტელეკომპანიიდან ბერეზოვსკი-პარსონსის საერთო წილი ამოეღო, რის შემდეგაც პარსონსმა წარმატებით შეასრულა რა დაკისრებული მისია, გამოემშვიდობა „PIK“-ს.

ამიერიდან ტელეკომპანია „PIK“, სხვა დანარჩენი მედიასაშუალებების მსგავსად, სრულად მოექცა უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას იდეოლოგიურ კონტროლქვეშ, ხოლო ფინანსურ საკითხებში მილიარდერ ბერეზოვსკის, სავარაუდოდ, მილიარდერი ბენდუქიძე ჩაანაცვლებს (იხ. ფოტო). თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი სამაუწყებლო არხი „PIK“ ოფიციალურად „არცთუ ურიგოდ“ – 40 მლნ აშშ დოლარით საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

საქინფორმი

pik1 pik2
pik3 pik4
pik5 pik6
pik7 pikkk