საზოგადოება
თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაცია გარკვეული პერიოდია, ამზადებს დოკუმენტს, რომელიც ეხება „ნდობის ჯგუფების“ მუშაობის საფუძვლებს.
ორგანიზაცია თვლის, რომ ასეთი ყურადღება მისასალმებელია იმ რეგიონებიდან. რომლებსაც ხელისუფლება თავისი სიძლიერის საყრდენად მიიჩნევს და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აცხადებს, თუ როგორ აშენებს ყველაზე ევროპულ „ბათუმს“, ყველაზე მაგარ ფოთს“, „ყველაზე ძლიერ“ ზესტაფონს, საქართველოს მეორე დედაქალაქს – ქუთაისს.
„ძალიან კარგია ის, რომ ბევრი ექსპერტი, სპეციალისტი, პრობლემით დაინტერესებული ადამიანი დებულების საბაზისო მასალის გაცნობისთანავე თვლის, რომ „ნდობის ჯგუფები“ იქნებიან ამ ხელისუფლების მესაფლავეები, ხოლო მათ მიერ ჩატარებული მუშაობის ამსახველი დოკუმენტები – ეპიტაფია ხელისუფლების სიმბოლურ საფლავის ქვაზე“, – ნათქვამია „თეთრების“ განცხადებაში.