სამართალი
თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის რეფერალურ საავადმყოფოსთან სამედიცინო პერსონალის აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით, 100 ექიმი და ექთანი კუთვნილ შრომის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ (აპრილიდან) არ აუღიათ.
აქციაში მონაწილეობენ სამსახურიდან განთავისუფლებული ექიმებიც, რომლებიც სამსახურში აღდგენას ითხოვენ. „სრულიად უსამართლოდ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაგვათავისუფლეს“, – ამბობს ექიმი მაია ხუჯაძე ამბულატორიის განყოფილებიდან.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ.