აჭარის მთავრობამ 12 მლნ 549 ათასი ლარის ობიექტები გაასხვისა
აჭარა, 6 ოქტომბერი,
საქინფორმი. უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში აჭარის მთავრობამ 12 მლნ 548 ათას 989 ლარის ობიექტები გაასხვისა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში სულ გასხვისებულია 76 ობიექტი, საიდანაც 26 ობიექტი უპირობო აუქციონზე გაიყიდა, 14 – პირობებიან აუქციონზე, 20 ობიექტის გასხვისება კი პირდაპირი მიყიდვის ფორმით განხორციელდა. დარჩენილი 16 ობიექტი მანქანები, ჯართი, მილსადენები და ტილოზე ნახატი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყველაზე ძვირად (479 ათას ლარად) ბათუმში გორგილაძის №9-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართები და გორგილაძის ქ. №11-ში განთავსებული ფართი და მათზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომლის მფლობელიც კომპანია „ბათმშენი 2007“ გახდა.
როგორ განკარგა აჭარის მთავრობამ აღნიშნული ობიექტების გაყიდვიდან შემოსული 12 მლნ 548 ათას 989 ლარი, ჯერჯერობით უცნობია.