პოლიტიკა
სინგაპურმა „Invest Georgia“-ს უმასპინძლა

Nika_Gilauri_at_Investთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. სინგაპურმა „Financial Times“-ის მიერ  ორგანიზებულ ფორუმს – „Invest in Georgia. The Gateway to Europe“ – უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა, რომელმაც ყურადღება ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა.

„Invest in Georgia“ მაღალი დონის ფორუმია. იგი მეხუთე წელია, ტარდება. მისი მონაწილეები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

იქ ითქვა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის შეფასებებით საქართველოში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესის განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა შექმნილი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარე მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა.

მან ფორუმის მონაწილეებს მოუწოდა, საქართველო არა როგორც 4-მილიონიანი ბაზრის მქონე ქვეყნად, არამედ რეგიონულ ცენტრად შეაფასონ, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არაერთი შეთანხმება გააფორმა.