აქტუალური
აფხაზური დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

afxazuri-delegaciaთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზური დელეგაცია ალექსანდრე ანქვაბის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

როფორც „აფსნიპრესი“ იტყობინება, დელეგაცია მოსკოვში არძინბას სახელობის „საერთაშორისო“ აეროპორტ „სოხუმიდან“ გაფრინდა.

დღეს კრემლში ალექსანდრე ანქვაბისა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შეხვედრა გაიმართება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რიგი რუსულ-აფხაზური შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი და ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ ჩირიკბა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე ასლან ბჟანია, ჯანმრთელობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მარშანია, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე რომან დბარი, სახელმწიფო არქივის მმართველი რომან ღვინჯია და ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი კრისტიან ბჟანია შედიან.