პუბლიკაციები
ტრამპმა პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „My Friend“ („ჩემი მეგობარი“). ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპმა პუტინს მეგობარი უკვე მეორედ უწოდა. პირველად, 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტის დანახვისას, აშშ-ის პრეზიდენტმა მასზე მიუთითა და იკითხა: „ეს ვინ არის?“, რასაც თავადვე უპასუხა: „ეს ჩემი მეგობარია! მიხარია შენი ნახვა!“.