თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს და მათ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომის დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მოძრაობა „თეთრები“ სოლიდარობას უცხადებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს – კონსტანტინე სტალინსკისა და თაზო კუპრეიშვილს, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას, შპს „გაზეთ ბათუმელებს“, შპს „ახალ ამბებს“ და შპს „რადიოცენტრ პლუსს“, რომელთა სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა იყო დაგეგმილი.
ბეჭდვითი სიტყვისა და ელექტრონული მედიის ღირსეული წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ ჯანმრთელობის ზიანის, ასევე, ტექნიკის დაკარგვით მიღებული ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მათ მიაყენეს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულმა სამართალდამცავებმა ნეოფაშისტური ზონდერკამანდების აქტიური დახმარებით.
ყველა, ვინც ჩაფიქრებულია საქართველოს მომავალზე, ფიქრობს პატიოსან, თავისუფალ და ძლიერ მედიაზე“.