სამართალი
საქართველოდან 9 თვეში რუსეთის 254 მოქალაქე გააძევეს — შსს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ცხრა თვეში (იანვარ-სექტემბერში) საქართველოდან რუსეთის ფედერაციის 254 მოქალაქე გააძევეს.

სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ მესამე კვარტალში ქვეყნიდან გაძევებულ იქნა რუსეთის 109 მოქალაქე. შედარებისთვის, გასული 2025 წლის მთლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოდან სულ გაძევებული იყო რუსეთის 73 მოქალაქე.

როგორც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქვეყნიდან გაძევება ხორციელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქვეყანაში ყოფნის კანონიერი ვადებისა და წესების დარღვევის, აგრეთვე სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის გამო.