საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ევროპაში არიან ლიდერები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობებს საღად უყურებენ

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპაში არის რიგი ლიდერებისა, რომლებიც საღად უყურებენ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ამაში ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ორმხრივი საუბრისა კონკრეტულ ლიდერებთან და ასეთი პოლიტიკური ლიდერი არ არის ერთი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება მოვლენების განვითარებას „სწორი და საუკეთესო“ მიმართულებით.

„ევროპაში არის რიგი ლიდერებისა, რომლებიც საღად უყურებენ საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ამაში ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ორმხრივი საუბრისა კონკრეტულ ლიდერებთან და ასეთი პოლიტიკური ლიდერი არ არის ერთი, ესენი არიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას სწორი და საუკეთესო მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.