საზოგადოება
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სააგენტოს განცხადებით, ბუნებრივი რესურსების სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის, ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალებისა და ბარიტის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად გაყიდა.
„კავკასიის სამთო ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა. იგი კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული „Pamtilon Holdings Limited“-ის შვილობილი კომპანიაა.
ლიცენზია მოიცავს ოქროს, ბარიტის, სპილენძის, მადნეულის საბადოებს ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ასეთ მაღალ ფასად პირველად გაიყიდა. „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შესაბამისი თანხა ორ თვეში უნდა დაფაროს.