აქტუალური
მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხები, შუა დერეფნის განვითარება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა.