აქტუალური
მარია ზახაროვა: დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კოლექტიური დასავლეთი საქართველოს მიმართ შიდა საქმეებში ჩარევის მთელ არსენალს იყენებს.

დიპლომატის თქმით, დასავლური ინსტიტუტები და ცალკეული ქვეყნების დედაქალაქები არ ეგუებიან თბილისის სუვერენულ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და საზოგადოებრივ განწყობებზე.

„საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება გარე ჩარევის მთელი კლასიკური ნაკრები — დაწყებული პოლიტიკური შანტაჟითა და ეკონომიკური შეზღუდვების მუქარით, დამთავრებული საინფორმაციო ომითა და რადიკალური ოპოზიციური ძალების ღია წახალისებით. დასავლეთი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტრადიციული ფასეულობებისა და რეგიონული მშვიდობის დაცვის კურსი აირჩია“, — აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები უშუალოდ რეგიონის ქვეყნების მიერ, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა გარე ძალების დესტრუქციული კარნახით.