აქტუალური
წლიური ინფლაცია სექტემბერში 4,6 პროცენტია

inflationXთბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონე 0,6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 10,9 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7,2 პროცენტით განისაზღვრა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს საქართველოში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 14,3 პროცენტი, მაისში დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო თვეს იგი 10 პროცენტამდე შემცირდა.