საზოგადოება
ალექსანდრე ნოვაკი: რუსული დიზელის საწვავი ევროპის ბაზრებზე სხვადასხვა მარკით მაინც ხვდება

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რუსული დიზელის საწვავი ხშირად ევროპულ ბაზარზე სხვა მარკებით ხვდება, მიუხედავად რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე დაწესებული შეზღუდვებისა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან კომენტარში განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ევროპელებმა რუსული გაზი მესამე ქვეყნების გავლით შეიძინონ, ვიცე-პრემიერმა მაგალითად რუსული დიზელის საწვავი მოიყვანა.

„ასეთი შემთხვევები შესაძლებელია, რადგან ევროპამ აკრძალა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მარკით რუსული დიზელი ხანდახან მაინც ჩნდება ევროპაში“, - განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა ასევე ყურადღება გაამახვილა ზამთრის მოახლოების ფონზე ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგების ისტორიულად დაბალ დონეზე.

„ისტორიულად დღეს ყველაზე დაბალი მარაგებია მიწისქვეშა გაზსაცავებში, და როგორ გაივლიან ევროპელები ზამთარს - ეს ცალკე ისტორია იქნება“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მონაცემების თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების შევსებამ 74.68% შეადგინა, რაც 2011 წლიდან წარმოებული დაკვირვებების ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.