აქტუალური
ზუგდიდი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. „მიმდინარე წელს ამერიკულმა თეთრმა პეპელამ მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი ზარალი მიაყენა“, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ლიდერმა კახა სარიამ, რომლის განცხადებით, მავნებლების მომრავლება სურსათის უვნებლობის სამსახურის ცუდი მუშაობის შედეგია.
მისი თქმით, „შეიწამლა მხოლოდ გზისგანაპირა მცენარეები, რაც პრობლემას ვერ აღმოფხვრის“.
კახაბერ სარია ხელისუფლებას მოუწოდებს, მომავალი წლიდან თადარიგი დაიჭიროს და ადრე გაზაფხულიდანვე დაიწყოს მავნებლებთან ბრძოლა.აღსანიშნავია, რომ ამერიკული თეთრი პეპლის მიერ განადგურებული მცენარეები მომდევნო წელს ნაყოფიერებას ამცირებს, ხოლო ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში მავნებლის მიერ ფოთლების განადგურება მცენარის ხმობას იწვევს. ამერიკული პეპელა 200-ზე მეტ ერთწლიან და მრავალწლიან მცენარეს ანადგურებს.
საქართველოში ამერიკული თეთრი პეპელა პირველად 90-იან წლებში სამტრედიაში დაფიქსირდა. ის სავარაუდოდ, აშშ-დან საქართველოში შემოტანილ ხორბალს შემოჰყვა.