„ჩვენებურები“ ზუგდიდის ბიუჯეტს 62 ათას ლარზე მეტი დაუჯდა

ზუგდიდი, 4 ოქტომბერი,
საქინფორმი. საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურების“ წლევანდელი სეზონი მთაწმინდის პარკში 2 ოქტომბერს დასრულდა. თბილისამდე „ჩვენებურებმა“ კონცერტები ბათუმსა და განმუხურის ამფითეატრში გამართეს. განმუხურში გამართული კონცერტი ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტს 62 ათას 220 ლარი დაუჯდა. ამ თანხიდან სცენისთვის – 48 250 ლარი, ტრანსპორტისა და კვებისათვის – 8 800 ლარი, ხოლო სასტუმრო მომსახურებისთვის 11 169 ლარი დაიხარჯა.
საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ წელს მეთხუთმეტედ ჩატარდა. 2007 წლიდან ფესტივალს პრეზიდენტის დედა – გიული ალასანია ხელმძღვანელობს. წლევანდელ „ჩვენებურებში“ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, თურქეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და ისრაელის ფოლკლორული და მოცეკვავეთა ანსამბლები მონაწილეობდნენ.