აქტუალური
იოვო ბაკიჩი: სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი იოვო ბაკიჩი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც ზესახელმწიფოს და როგორც ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს, ბევრ შემთხვევაში კი მფარველსაც. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ იქნება“, – განაცხადა იოვო ბაკიჩმა RT Balkan TV-ის ეთერში გადაცემაში „ბალკანეთი ირჩევს“.

ამასთან, იოვო ბაკიჩმა აღნიშნა: „ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ გაერო-ს სანქციები და კარგად გვესმის, რა გამოცდაა ეს“.

მისი თქმით, „პატარა სერბეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ეს იქნება ძალიან ცუდი“.