აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნიდან ემიგრაცია კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს და ხალხი უპერსპექტივობის გამო ტოვებს სამშობლოს.

„როდესაც ხელისუფლება საუბრობს მშვიდობაზე, ეს არის ილუზია. ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან, ეკონომიკური გაჭირვება და უსამართლობა ყოველდღიურობად იქცა. ახალგაზრდებს აღარ სჯერათ მომავლის ამ რეჟიმის პირობებში. ჩვენ გვჭირდება ენერგიული, შეუდრეკელი ბრძოლა, რათა საქართველო დაუბრუნდეს განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რეალურ გზას“, - აღნიშნა სააკაშვილმა.