აქტუალური
გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს თავზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, სადამკვირვებლო მისია გერმანული A-319 OH ტიპის სპეციალური თვითმფრინავით განხორციელდა.

„ღია ცის შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, აძლიერებს ურთიერთნდობასა და გამჭვირვალობას წევრ ქვეყნებს შორის და თავიდან იცილებს შესაძლო გაუგებრობებს“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.