საზოგადოება
საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.