აქტუალური
„საქართველოს დელეგაციას მკაფიო და პრინციპული პოზიცია გააჩნია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების პირობებზე. ქართული მხარე არ ელის რუსეთის ხისტი პოზიციის რადიკალურ ცვლილებას, თუმცა დიალოგისთვის მზადყოფნა არსებობს“, – განაცხადა ჯალაღანიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ რაუნდზეც ვერ იქნა მიღებული, დიალოგი მომავალ წელს გაგრძელდება“.