პოლიტიკა
თელავი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თელავში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა გაიმარჯვა
არჩევნებში 21 ათასამდე ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36 პროცენტია.
თელავში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს 6 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათგან მნიშვნელოვანი დარღვევები არავის დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ, შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის – გია არსენიშვილის, გარდაცვალების გამო ჩატარდა.