პოლიტიკა
საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის განცხადება

NEW_Bდანართი № 13

90-იანი წლების დასაწყისში ქართული მონარქისტული წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროს ქალიშვილს –  ბატონიშვილ ანას, იმ მიზნით, რათა მათ, როგორც პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულთ, ერთხელ კიდევ შეეხსენებინათ მისთვის, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა არ არის, რომ ის სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეა და რომ ისინი აუცილებლად იზრუნებდნენ ბატონიშვილისათვის შესაფერისი სასიძოს მოსაძიებლად. ბატონიშვილმა ანამ გულთან მიიტანა უფროსი ადამიანების დარიგება და განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ შესაბამის ქმედებებს. სამწუხაროდ, წარჩინებული გვარის წარმომადგენელთა დაპირებებმა 10 წელს გასტანა. დადგა დრო გათხოვებისა...

 

პირველი ქორწინება 

 

ბატონიშვილი ანა, თავისი თაობის გოგონათა მსგავსად, სიყვარულით ირჩევს მის მომავალ მეუღლეს – არქიტექტორ გრიგოლ მალანიას, რომელიც, მართალია, არა პირდაპირი ხაზით, მაგრამ დედის მხრიდან, ასევე, საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ს ჩამომავალი გახლდათ (იხ. ტაბულა – სლაიდშოუს ფოტო 2).

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარი, სამშობლოსა და სამეფო დინასტიის წინაშე პასუხისმგებლობის გამო ეახლა საქართველოს პატრიარქს ილია II-ს რჩევისათვის. მისმა უწმიდესობამ მოისმინა და ბრძანა: სიყვარულს წინ არ უნდა აღვუდგეთ, მომიყვანეთ ორივე და მე მათ ვთხოვ, რომ შვილები დედის სამეფო გვარზე დასწერონ, რათა სამეფო ხაზი გაგრძელდეს.

ბატონიშვილმა ნუგზარმა, შეთანხმებისამებრ, მისი ქალიშვილი და სასიძო წარუდგინა მის უწმიდესობას. პატრიარქმა დალოცა წყვილი და სასიძოს სთხოვა, რომ მომავალი შვილი სამეფო გვარზე დაეწერა, რაზეც სასიძომ თანხმობა განუცხადა. პატრიარქმა მისცა კურთხევა ქორწინებაზე.

სამეფო სახლის მეთაურმა გასცა „ქორწინების წიგნი“ – ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უბოძა მის მომავალ სიძეს – გრიგოლ მალანიას, თავადობა და სახლთუხუცესის თანამდებობა (იხ. „ქორწინების წიგნი“ სლაიდშოუს ფოტო 4).

სასიძომ, აწ უკვე მისმა კეთილშობილებამ, თავადმა გრიგოლ მალანია-სახლთუხუცესმა შეასრულა პირობა და ქორწინებიდან კეთილშობილად დაბადებული ქალიშვილები ბაგრატიონ-გრუზინსკებად დასწერა, რაც, ასევე, ქართულ ისტორიულ ზედსიძეობის ტრადიციასაც ემყარებოდა (იხ. დ. ნინიძე „ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორია“ (XII-XVIII სს.), თბილისი, 2004 წ. გვ. 41.), თავად კი სახლთუხუცესობას მოჰკიდა ხელი, დიდი ღვაწლი დასდო სამეფო სახლს, შემოიკრიბა ისტორიკოსები, გენეალოგიური საზოგადოება, რის შედეგადაც 2006 წელს ბაგრატოვანთა გვარის სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა შორის ხელი მოეწერა ისტორიულ მემო





E-mail: saqinform@mail.ru