აქტუალური
პანფილოვი კუკავას შესახებ

kukava777თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც „ვზგლიადის“ კორესპონდენტი აცხადებს, კახა კუკავამ შაბათს განაცხადა, რომ შეიმუშავა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კონცეფცია.

„შესაძლებელია დარეგულირდეს ურთიერთობები რუსეთთან, თუ არ დაუძახებ რუსებს თათარ-მონღოლებს, არ დაუმიზნებ მათ ნატოს რაკეტებს, როგორც აკეთებს ამას სააკაშვილი 2006-დან“, – თქვა მან.

წვრილი პოლიტიკური მოღვაწე, ვისი რეიტინგიც სათვალავში ჩასაგდებიც არ არის. ერთ-ერთი თბილისი-მოსკოვის რეისის მუდმივი მგზავრი. თბილისში მისი არც ისმის და არც ჩანს. მოსკოვში – პატივცემული ოპოზიციონერი. არ ჰყავს მომხრეები.

მან შეიმუშავა „კონცეფცია“ მოწონებული და შესაძლოა, კრემლშივე დაწერილი. კონცეფცია მარტივია: არ აკეთო არაფერი; არ გაატარო რეფორმები; არ გაწმინდო ქვეყანა ნაგვისგან; არ ებრძოლო კორუფციას; პოლიციას დაუბრუნო გაის ფუნქცია; და საერთოდ – იჯდე ჩუმად; უყურო პირში „ჯუჯებს“.

მაგრამ კუკავა არ იქნებოდა ოპოზიციონერი, თუ კიდევ ერთხელ არ მოიტყუებოდა, რომ სააკაშვილმა რუსეთი დაასახელა თათარ-მონღოლთა ურდოს მემკვიდრედ... და რა – არა?!..

თავადი ალექსანდრე ნეველი წმინდანია? – წმინდანია!

ვინ გაზარდა იგი? – ბათო ყაენმა.

ვინ ასწავლა ბრძოლა? – თათარ-მონღოლებმა.

სახელმწიფო ვინ შექმნა? – თათარ-მონღოლებმა.

შეიძლება ეს არც ისე კარგია, მაგრამ ხომ შექმნეს?! და გამონათქვამსაც ვერსად გაექცევი: „დააკვირდი რუსს, იპოვი თათარს“. ამბობენ, რომ ფრაზა ფრანგულია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ კუკავას მეგობარმა პუტინმაც კი თქვა ეს ფრაზა მცირე ხნის წინ.

მძიმეა მოღალატის ბედი... სახლში მოწყენილობაა. კრემლში – არ მოსწონთ. მაგრამ საჭიროა მდგომარეობის შენარჩუნება! გამოგონება! სიცრუე! და ასეც ცხოვრობს...“

ინფორმაციისთვის: ოლეგ პანფილოვი – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია „პირველი კავკასიურის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.