რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: წარსული ადამიანები და დიპლომატია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე (ნაწილი მეორე)

   ჩამოვთვლი რამდენიმე ზედმეტ ადამიანს და მოგიყვებით, როგორ მიათრევენ ისინი საქართველოს უკან, წარსულში. ისინი არ გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, პატრიოტიზმითა და პრაგმატიზმით, ამიტომ მომავალში მათთვის ადგილი არ არის. მაშ ასე:

როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა იმის შიში, რომ საქართველოს არ მიიღებენ ევროკავშირსა და ნატოში; რომ საქართველოს გაუუქმებენ უვიზო რეჟიმს და დაუწესებენ სანქციებს; როდესაც პრემიერ-მინისტრებმა ღარიბაშვილმა, და შემდგომ კობახიძემ ისაუბრეს დასავლელი ელჩების მოთხოვნებზე - ჩავბმულიყავით ომში რუსეთთან და გამოეცხადებინა მისთვის ეკონომიკური სანქციები; როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ეროვნული ტრადიციების, ინტერესებისა და სარწმუნოების გაცვლაზე ერთსქესიან ქორწინებებზე, მრავალგენდერობასა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე, ევროკავშირი არ შეეშვა საქართველოს, არამედ გადაწყვიტა მისი ურჩი ხელისუფლების შეცვლა. რადგანაც სახელმწიფო გადატრიალების ხუთი მცდელობა ჩავარდა, ფსონი წარსულიდან მოსულ ზედმეტ ადამიანებზე დადეს. აი რატომ ხვდებიან საქართველოში ჩამოსული ევროპული დელეგაციები პირველ რიგში არა ხელისუფლების ხელმძღვანელებს, არამედ წარსულ ადამიანებს - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების სახეებს, ათასი ჯურის გვარამიებს, გიგაურებს, ბოკერიეს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გაქცეული გახარიასა და ხაზარაძის თანაპარტიელებს.

ევროპაში სერიოზულად შეშინდნენ, რომ საბოლოოდ დაკარგავენ გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და ვერანაირად ვეღარ გააკონტროლებენ საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, აგრეთვე მილსადენებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი იღებენ ჩინურ ტვირთებს და, შესაბამისად, კასპიის ენერგომატარებლებს. ევროკავშირში ისევ იმედოვნებენ, რომ ხელს დაადებენ საქართველოს წიაღისეულს, წყალს და პორტებს შავ ზღვაზე. ამიტომ ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ ნამდვილი შოკი განიცადა საქართველოს მთავრობის ჰუმანიტარული აქციის გამო, რომელმაც თანხმობა მისცა ქართულ ბიზნესს ბენზინის მიწოდებაზე აფხაზეთში მწვავე კრიზისის პერიოდში. გარდა ამისა, ბრიუსელში თავისი უცხოური აგენტების მეშვეობით გაიგეს, რომ აფხაზ ახალგაზრდებს სურთ მეგობრობა თავიანთ ქართველ თანატოლებთან, სურთ შერიგება, რათა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რასაც იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მათ შორის — შენგენის შეთანხმების ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობით. სრულიად ბუნებრივია, რომ ზოგიერთს აფხაზეთში სურს ჩააბაროს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, სხვები ირჩევენ მოსკოვის უნივერსიტეტებს, ბევრს კი ევროპაში სწავლა სურს.

ამიტომ ბრიუსელიდან სასწრაფოდ ახალი ინსტრუქცია მიიღეს — ძირშივე მოეხდინათ ქართულ-აფხაზური შერიგების იდეის დისკრედიტაცია, გაევრცელებინათ მესედეჯი, თითქოს ქართველები აფხაზებს მტრებად მიიჩნევენ. მიზანი - აფხაზი ახალგაზრდობისთვის იმედის გაცრუება და გამოუსწორებელი სეპარატისტების გახარებაა: ხომ გაფრთხილებდით, ქართველები გამოუსწორებლები არიანო?! აი რატომ არის ზედმეტი ადამიანების ახალი ტაქტიკა, რომლებიც ჩვეულებრივ არ იჩენენ კრეატიულობას, კრახისთვის განწირული პოლიტიკური დაკვეთა, და არა რადიკალური ოპოზიციის პრაგმატული მიდგომა.

პირველი იყო მთავარი ზომბი — სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზებს სძულთ ქართველები. გასულ ორშაბათს სასამართლო სხდომაზე თავის გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეოცნებეებს დედას უტირებს და რომ მან წვერი მოუშვა ბარამიძესთან სოლიდარობის ნიშნად, რომელსაც სამხედრო ტყვეების დაბრუნებაში ეხმარებოდა.

გაიპარსავს თუ არა წვერს სააკაშვილი მეორმოცე დღეს, უცნობია, თუმცა გია ბარამიძემ — რეჟიმის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა — თავის პატრონს მოესარჩლა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არ ჰყოლია ტყვე აფხაზები, რადგან ქართველები მათ ხვრეტდნენ.

შეკითხვა: მაშ ვის ცვლიდა ბარამიძე (იმ დროს – მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, რომლის თავმჯდომარეც ჟვანია იყო) ტყვე ქართველებზე, თუ ქართველებს ტყვე აფხაზები არ ჰყოლია? და მეორე შეკითხვა: როგორ, რა ვითარებაში მიიღო მან ტრავმა?

არა, ეს არ მომხდარა ომის დროს აფხაზეთში, ცხინვალში ან უკრაინაში, სადაც ბარამიძეს ერთი დღეც არ უომია (2008 წლის აგვისტოში ბარამიძე 40 ათას დოლარს სთავაზობდა რუს მფრინავს, რათა მას გორში სტალინის ძეგლი დაებომბა). ბარამიძემ ტრავმა გაცილებით ადრე მიიღო - 2005 წლის თებერვალში.

   როგორც ცნობილია, 2005 წლის 3 თებერვალს დღემდე გაუხმაურებელ ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია — ბარამიძისა და სააკაშვილის დამრიგებელი, რომელსაც უკანასკნელი ჭკუისა და რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში დიდი ავტორიტეტის გამო თავის პოტენციალურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა.

41 წლის პრემიერის დაღუპვის ოფიციალური ვერსია — მხუთავი გაზით მოწამვლა - სიცრუეა (ბინაში, სადაც აღმოაჩინეს ჟვანიასა და მისი თანაშემწის რაულ იუსუპოვის ცხედრები, იმ დღეს გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა). შიშისგან სააკაშვილს ნაჩქარევად შეუთითხნეს ალიბი: თითქოს მიშა, როცა შეიტყო მომხდარის შესახებ, პირადად დაჯდა საჭესთან და შემთხვევის ადგილზე გაიქცა, მაგრამ გზაში ისე ინერვიულა, რომ კლდეს შეეჯახა, რასაც, თურმე, დაადასტურებდა ბარამიძე.

მესამე დღეს, 2005 წლის 6 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძრიდან დაკრძალვის დღეს, მარჯვენა კლიროსში, ჟვანიას უახლოეს გარემოცვას შორის, სკამზე იჯდა ბარამიძე (მართლმადიდებლურ ტაძარში, როგორც ცნობილია, ჯდომა მიღებული არ არის, პანაშვიდების დროს ტრადიციულად სხედან მხოლოდ მანდილოსნები – ოჯახის წევრები და ახლობლები). ბარამიძე სასიკვდილოდ ფერმკრთალი იყო - კუბოში ჟვანიაზე უფრო ფერმკრთალი, და იჯდა იმიტომ, რომ მას მხარი და ხელი გადახვეული ჰქონდა (მგონი თაბაშირიც კი იდო). იმ მხარეს შავი მოკლე პალტო (თუ ქურთუკი) უბრალოდ მოგდებული ჰქონდა. შეკითხვაზე - რა დაემართა მას? - ბარამიძემ უპასუხა, რომ ხელი მოიტეხა ბაკურიანში თხილამურებიდან წაქცევისას.

   ვიმეორებ: 3 თებერვალს, უკიდურესად საეჭვო ვითარებაში იღუპება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის განსაკუთრებულად დაახლოებულ მეგობრად და თანამებრძოლად ითვლებოდა ბარამიძე, რომელსაც მაშინ ვიცე-პრემიერის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა. ბარამიძე პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა ყველა პროცედურაში, მათ შორის - ცხედრის გადასვენებაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე.

კითხვა: რატომ და როგორ ასწრებს ბარამიძე იმის ნაცვლად, რომ თავისი მეგობრის, დამრიგებლისა და უფროსის დაკრძალვის ორგანიზებით დაკავდეს, ბაკურიანში წასვლას თხილამურებზე სასრიალოდ, ახერხებს ხელის მოტეხვას და ამ მდგომარეობაში დაკრძალვაზე ჩამოსვლას? იყო რო საერთოდ ბაკურიანში, თუ ეს სააკაშვილის ნახელავია, რადგან ბარამიძეს თავდაპირველად არ სჯეროდა უბედური შემთხვევის და აცხადებდა, რომ ჟვანიას დაღუპვის ყველა ვერსია და გარემოება სკრუპულოზურად უნდა გამოძიებულიყო?!

   მესმის, რა მძიმეა ამ სტრიქონების წაკითხვა ყველასთვის, ვისაც ნამდვილად აფასებდა ჟვანიას, როგორ მძიმე იყო ეს მისი ვაჟისთვის - ბუსასთვის, რომელმაც საჯაროდ მიტყიპა ბარამიძე… მაგრამ სხვაგვარად როგორ ვამხილო ზედმეტი ადამიანები, რომლებიც საქართველოს თავის ბნელ წარსულში მიათრევენ?! რომლებიც საკუთარი თავის გადასარჩენად მეგობრებს ღალატობენ?! რომლებიც დღეს ღიად იმუქრებიან ხელისუფლებაში დაბრუნებით და მათთვის მიუღებელ პიროვნებებთან ანგარიშსწორებით?! ხოლო ანგარიშსწორება როგორ ეხერხებათ, ყველამ იცის – მკვლელობებით, წამებით, გაუკუღმართებული გაუპატიურებით…

   გავაგრძელებ.

   შემდეგი იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი სძულთ, მტრები არიან და ერთმანეთს არ შეიყვარებენ: თურმე, აფხაზები ქართველების მიმართ ინტერესს გამოიჩენენ, თუკი ევროკავშირი საქართველოს მიიღებს და აფხაზებსაც მოუნდებათ ევროინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობა. ხოლო ევროკავშირში შესასვლელად ქართველებმა, თურმე, უნდა დაძლიონ „ტრავმული მეხსიერება“ და დაივიწყონ აფხაზეთი, ისევე როგორც სომხებმა დაძლიეს „ტრავმული მეხსიერება“ და ფაშინიანის წყალობით დაივიწყეს ყარაბაღი.

   რა შეიძლება ითქვას? პირველ რიგში, გვარამია — აფხაზეთიდანაა და ალბათ იყნოსა, რომ აფხაზი ახალგაზრდობა საქართველოსკენ მოილტვის. გვარამია — დაკომპლექსებული ადამიანია მონური ბუნების ადამიანია, ის - სექსუალური უმცირესობების გამოკვეთილი მომხრეა, ამიტომ მას არ სურს აფხაზეთში დაბრუნება, არამედ ევროკავშირში უნდა... დღეს გვარამია აჯანყდა თავისი პატრონის — სააკაშვილის წინააღმდეგ, როგორც ადრე სააკაშვილი აჯანყდა თავისი დამრიგებლის — ჟვანიას წინააღმდეგ. აღვნიშნავ, რომ კლუბი „რა? სად? როდის?“, რომელშიც გვარამია თამაშობდა, სულაც არ არის ჭკუის მანიშნებელი, ზუსტად ისევე, როგორც „ძველი სამტრედეს“ ბიბლიოთეკარის ბერძენიშვილის ნაკითხობა არ მეტყველებს მის ინტელექტზე. ნახეთ: გვარამიამ საქართველო ალოგიკურად სომხეთს გაუთანაბრა, თუმცა საქართველომ უნდა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი სსრკ-ის დროინდელი საზღვრების ფარგლებში, როგორც ეს აზერბაიჯანმა მოახერხა. კონფორმულმა ფსიქოტიპმა გვარამიამ კი საქართველო შეადარა სომხეთს, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა აზერბაიჯანული ტერიტორია.

ანუ, გვარამიამ საქართველოს ოკუპანტი უწოდა და განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის!

ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული განცხადება გვარამიამ 22 სექტემბერს ტელეეთერში გააკეთა, ხოლო მეორე დღეს, 23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოჩნდა შეტყობინება მედიისთვის: „23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მ.ი. გალუზინმა გამართა შეხვედრა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ო.მ. ბარციცთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველ კ.კ. კოჩიევთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ ეროვნულ დელეგაციებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიებში (МДЗ). აზრთა გაცვლისას დადასტურდა საერთო განწყობა ერთობლივი მოქმედებების მჭიდრო კოორდინაციის გასაგრძელებლად МДЗ-ს ფორმატში, მათ შორის ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესში. ხაზი გაესვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის პრიორიტეტულ ხასიათს. ამ მაგისტრალური ამოცანის გადაწყვეტა, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის რწმენით, შეუძლებელია ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, აგრეთვე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და მათი შემდგომი დემარკაციის გარეშე.“

   ანუ გამოდის, რომ დღეს სააკაშვილის, ბარამიძის, გვარამიას, აგრეთვე ბერძენიშვილის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს აფხაზეთის ტერიტორია აფხაზების გარეშე სჭირდება, ემთხვევა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. ნუთუ ქართული რადიკალური ოპოზიცია, ეს ზომბები წარსულიდან, ასეთი პრიმიტიული გზით იმედოვნებენ ოფიციალური მოსკოვის ყურადღების მიქცევას, რათა მომავლის საგზური მიიღონ?! როგორც თავის დროს მიიღო КГБ-ს მონანიე აგენტ - „დისიდენტმა“ ბერძენიშვილმა, რომელმაც ღვიძლ ძმაზე იმხელა დასმენა დაწერა, ჩეკისტებმა კალამი ძლივს წაართვეს?!

დიპლომატია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე

   წარსულიდან მოსულებს, რომლებსაც რევანში სწყურიათ, პატარა მასტერკლასს ჩავუტარებ და ვაჩვენებ, თუ როგორ მოიქცეოდა ნამდვილი პრაგმატული პოლიტიკოსი ამ ზედმეტი ადამიანების ადგილას.

2026 წლის 20 მაისს კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (НИИРК) დირექტორი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის (МИЭП) კორპორატიული უსაფრთხოების კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვლადისლავ გასუმიანოვი НИИРК-ის X საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „რუსეთი და სამყარო: დიალოგები — 2026. ახალი რეალობა“ გამოვიდა ინიციატივით „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გზის“ შექმნის შესახებ. „თუკი არსებობს „ტრამპის გზა“ აზერბაიჯანიდან თურქეთში (TRIPP), მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს „პუტინის გზა“ რუსეთიდან, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სომხეთში?“ — რიტორიკულ კითხვას სვამს გასუმიანოვი.

გასუმიანოვის ინიციატივის რეალიზაციის მიმართულებით პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის მიერ 25 სექტემბერს ხელმოწერილი ოქმი, რომელიც ითვალისწინებს ჩატარებული საბაჟო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას. ეს ნიშნავს, რომ 4-წლიანი მუშაობის შედეგად, რუსეთი და აფხაზეთი შეთანხმდნენ საბაჟო დათვალიერების შედეგების ორმხრივ აღიარებაზე – ანუ, თუკი ერთ-ერთმა მხარემ უკვე შეამოწმა საქონელი ან ტრანსპორტი, მეორე მხარე გათვალისწინებულ შემთხვევებში შეძლებს ამ შემოწმების შედეგების გამოყენებას და მის განმეორებით აღარ ჩატარებას.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ცხინვალში სხვა აზრი აქვთ. 13 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი ჯერ არ არის მზად საქართველოსთან საზღვრის გასახსნელად ტრანზიტისთვის — არც მორალურად, და არც აუცილებელი ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით“. „ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება აქ მოითხოვს საიმედო გარანტიებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება იყოს ადამიანების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კამბოლოვმა.

ამის მერე პრაგმატული ქართველი პოლიტიკოსი არ დაკავდებოდა იაფფასიანი და უპერსპექტივო პირფერობით მოსკოვის მიმართ და არ განაცხადებდა, რომ თურმე საქართველომ უნდა დაივიწყოს ტერიტორიების დაბრუნება - ვითომდა, ევროკავშირში გაწევრიანების გულისთვის, როგორც ამას დღეს აკეთებენ ზემოხსენებული წარსულიდან მოსული ადამიანები, არამედ მიაპყრობდა აუდიტორიის ყურადღებას იმას, რომ დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელი საჯაროდ არ დაეთანხმა მოსკოვის უმნიშვნელოვანეს ინიციატივას! იმის ნაცვლად, რომ დაეთესა სიძულვილი ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომლებსაც ქართველები ძმების მეტს არაფერს უწოდებენ, რასაც ზედმეტი ადამიანები სჩადიან, კონსტრუქციული ოპოზიცია ქართველებისა და რუსების ყურადღებას ცხინვალსა და მოსკოვს შორის პრინციპულ უთანხმოებაზე გაამახვილებდა! თანაც ამას სასწრაფოდ გააკეთებდა, აფხაზეთში რუსი ტურისტების მიმართ კრიმინალის ფონზე. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ სოხუმში კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც ანტირუსულ პროტესტებსა და დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომაში გადაიზარდა, ასევე „წვრილმანით“ დაიწყო – რუსეთის საკუთრებაში ყოფილი №9 სახელმწიფო აგარაკის გადაცემით...

ანუ, კამბოლოვმა თავად მოხსნა დღის წესრიგიდან ცხინვალის გავლით გზის გახსნის საკითხი, რითაც თბილისი „იხსნა“ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობისგან. ზუსტად ასევე თავად ბრიუსელმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რაც თბილისის პრაგმატული, მომავალზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის უდავო მიღწევაა.

   დავამატებ, რომ 2008 წლის 9 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედვედევ-სარკოზის გეგმაზე ხელმოწერის წინ საკუთარი ხელით ამოშალა ბოლო პუნქტი მომავალში ცხინვალისა და აფხაზეთის სტატუსის განხილვის შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტრიგერი გახდა; რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით დელეგაციამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის № 1633 რეზოლუციას, რომელშიც მითითებულია საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვისას ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე, რაც რუსეთის მასშტაბური სამხედრო რეაქციის ტრიგერი გახდა; რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რუს ტურისტებს საზღვარზე ხვდებოდა და საქართველოში ეპატიჟებოდა; რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული დარგები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადასცა; რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველომ ხმა მისცა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები — სულ სააკაშვილის მხარდამჭერები! — მის სადღეგრძელოს ფეხზე მდგომნი სვამდნენ მოსკოვის ქართულ რესტორნებში, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ. ზახაროვამ „გემრიელი ძალა“ უწოდა („რბილი ძალის“ ანალოგიით).

მათთვის, ვინც არ იცის: ევროკავშირში ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყეს და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა - მანამდე ბრიუსელსა და სტრასბურგში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უბრალოდ „გამოყოფილ ტერიტორიებს“ უწოდებდნენ, სადაც „რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს“.

ამასობაში კი თბილისსა და მოსკოვს შორის ირიბი დიალოგი დაიწყო, თუმცა ეს არის დიპლომატია დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე. რას ვიზამთ, ასეთია პრაგმატიზმის პარადოქსები და რუსულ-ქართული კონტაქტების ფენომენი.

გვარამიას, ევროპული ბიუროკრატიისა და ევროპელი ელჩის საპასუხოდ - განცხადებით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს არანაირი ევროკავშირი არ სჭირდება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამავდროულად მოსკოვს აგრძნობინა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველო ვერ წარმოიდგენს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

ხოლო პრემიერმა კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატს იმ დროისთვის ერთადერთი პრაგმატული გადაწყვეტილება უწოდა. დიახ, მეფე ერეკლე მეორე მომავლის ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. პატარა კახი — პრაგმატიკოსი იყო, რომელიც ახალი კატეგორიებით აზროვნებდა, სამუდამოდ წარსულში დარჩენილ სააკაშვილთან, გვარამიასთან & Co-სთან შედარებით.

პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საქართველოში რუსოფობიასთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, პირველია, ვინც მიუთითა ცნებების „რუსი ხალხისა“ და „რუსეთის ხელისუფლების“ განსხვავებაზე. ამით საქართველოს პრემიერმა მოსკოვს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: დიახ, საქართველოში უხარიათ რუსი ტურისტების დანახვა, ჩვენ ვაფასებთ რუსული და ქართული კულტურების ურთიერთშეღწევადობას, ჩვენ პატივს ვცემთ დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და დიადი გამარჯვების დროშას, რომელიც კანტარიამ და ეგოროვმა აღმართეს რაიხსტაგზე, ჩვენ - ერთმორწმუნე ერები ვართ, მაგრამ ეს არ მოქმედებს ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. „საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნება პრაგმატული, პრინციპული და მშვიდობიანი“, განაცხადა კობახიძემ გაეროში.

ამიტომ, რესტორნებში ქეიფი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება — რუსეთში ქართველების მიერ, ხოლო საქართველოში — რუსების მიერ, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ ამის დაკავშირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებთან, მათ აღდგენასთან, არარელევანტურია.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

2026 წლის 1 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი