საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და დიპლომატიურ კორპუსში უფრო აქტიური და მკაფიო ევროპული პოზიციების დაფიქსირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებების გამო ახლად ჩამოსული დიპლომატები ხშირად ზედმეტ სიფრთხილეს იჩენენ, მაშინ როცა ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა სჭირდება:
„უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით. მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.