სამართალი
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას წინ აგენტურული პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესი ელის

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და მათთან დაკავშირებული NGO-ები ერთი უცხოური ვერტიკალით იმართებიან და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი პარტიებით საზოგადოების მოტყუების მცდელობები ჩავარდა, ხოლო გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახურ ღირებულებათა დაცვის კანონმდებლობის მიღების ფონზე მოხდა აგენტურული ქსელის სრული ლუსტრაცია.