სამართალი
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წარუდგინა ანგარიში, რომელიც ქვეყანაში ციხის მოსახლეობის მზარდ მაჩვენებელს ეხება. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარი ფიქსირდება.
ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა აღემატება.
საიას ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილობრივ გადატვირთულობაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემცირებულ გამოყენებაზე, წინასწარი პატიმრობის ფართო პრაქტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკის დასჯაზე ორიენტირებულ ხასიათზე.