აქტუალური
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, ტორონტოში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციაში „გზები მშვიდობისკენ: უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები კანადელ კოლეგასთან.
როგორც კანადაში საქართველოს ელჩმა სალომე ქურასბედიანმა აღნიშნა, მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.