აქტუალური
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა და გიორგი ჩაკვეტაძე.
კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროინსტიტუტების წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილება გაფართოების მომავალი, პარლამენტების როლი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ქართული მხარე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და ეროვნულ ინტერესებზე გაამახვილებს ყურადღებას.