საზოგადოება
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებმა ამ დროისთვის 100 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, საიდანაც 70 ათასი ტონა მაღალი კონდიციის ხარისხიანი ყურძენია, - იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, ქარხნებში ჩაბარებული ყურძნიდან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. 28 სექტემბრის მდგომარეობით, მოსავალი 7 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - ბოლო 24 საათში 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს რეგიონის 22 ლოკაციაზე იბარებს. კონდიციური „საფერავის“ ფასი (არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობით) 1 კგ-ზე 1,50 ლარითაა განსაზღვრული.